Categories
Apple ყველა სტატია

Apple აპატენტებს Podmaps — GPS-ნავიგაციის სისტემას iPhone-ისათვის

iPhone-ში GPS-იდ დამატების შესახებ ჭორების ახალი ტალღა წარმოშვა Apple-ის ახალმა პატენტმა. კომპანიამ მიიღეო პატენტი ინტერნეტ-სერვისზე სახელად Podmap. აღნიშნული სერვისი შესაძლებლობას მოგვცემს მომავალში გადავაქციოთ iPod Touch-ი ან iPhone-ი სრულფასოვან ნავიგატორად.

ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ iPhone-ის მეორე თაობაში ჩამონტაჟებული იქნება GPS-მიმღები და შესაძლებელი იქნება 3G-ქსელებში მუშაობა, რომელიც საჭირო იქნება ინტერნეტთან მაღალსიჩარიანი წვდომისათვის . უნდა ავღნიშნოთ, რომ პატენტის მიღება არ გულისხმობს, რომ Apple-ი მართლა აპირებს ამ სერვისის გაშვებას. უფრო შესაძლებელია, რომ ეს ყველაფერი სამომავლოდაა გათვლილი.