iPhone-ს აშშ-ს სმარტფონების ბაზრის 28% უკავია

ანალიტიკური ფირმის Canalys-ის მონაცემებით, 2007 წლის მეოთხე კალენდარულ კვარტალში Apple-ი აკონტროლებდა აშშ-ს სმარტფონების ბაზრის 28%-ს, ამასთან, Apple-ის წლის ზრდა ერთი კვარტლის განმავლობაში 43%-ი შეადგინა.

ამგვარად, Apple-ი მეორე ადგილზე იმყოფება, პირველ ადგილზე მხოლოდ RIM-ია, რომელსაც 41%-ი ეკუთვნის.

საგულისხმოა, რომ აშშ-ს სმარტფონების ბაზრის წილი, რომელიც iPhone-ს უკავია, მეტია, ვიდრე Windows Mobile-ზე მომუშავე ყველა მოწყობილობისა ერთად აღებული, რომლებსაც 21% ეკუთვნით.

ევროპაში, სადაც iPhone-ი ოფიციალურად მხოლოდ 3 ქვეყანაში იყიდება, Apple -ს უკავია მეხუთე ადგილი, წინ არიან Nokia, RIM, HTC და Motorola, მაგრამ უსწრებსბაზრის ისეთ მოთამაშეებს, როგორებიც არიან Sony Ericsson, Samsung და Palm.

წყარო: AppleInsider