Safari-ს ახალი ვერსია ბევრად უფრო სწრაფია

Web-ბრაუზერი Safari ახალი ვერსიის გამოსვლასთან ერთად მიიღებს წარმადობის სერიოზულ გაუმჯობესებას, თუკი მიმდინარე ბეტა-ვერსია ზუსტად ასახავს პროგრამის მომავალი განახლების პოტენციალს, ვარაუდობს Computerworld-ის მიმომხილველი სეტ უეინტრობი (Seth Weintraub).

გაატესტირა რა HTML-გვერდების ვიზუალიზაციის ახალი მექანიზმი WebKit-ი, ჟურნალისტმა გამცნო, რომ ზოგიერთ შემთხვევაში წარმადობის მატება 2,5-ია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ვერსია ჯერ კიდევ არ არის ოპტიმიზირებული.

ამასთან, აღნიშნავს უეინტრობი, წარმადობის მატება პრაქტიკულად არ მოქმედებს სისტემის მუშაობაზე – პროცესორის დატვირთვა არ აღემატება 1-2 პროცენტს.

წყარო: Computerworld