3G iPhone ამ ზაფხულს გამოვა

საინვესტიციო ბანკის UBS-ის ანალიტიკოსი ნიკოლა გოდუა (Nicolas Gaudois) საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გვატყობინებს, რომ iPhone-ის ახალი მოდელი, რომელსაც მესამე თაობის მხარდაჭერა ექნება, გამოვა მიმდინარე წლის ზაფხულში.

მისი ინფორმაციით, კომპანია Infineon-ი დაიწყებს HSDPA-ჩიპების გამოშვებას ამ წლის მეორე კვარტალში.

Infineon-ი აწარმოებს HSDPA-მოწყობილობების რამდენიმე ვარიანტს, მათ შორის მატარებელი სიხშირის კონტროლერს (baseband controller), რადიოსიხშირულ მოდულს და კვების მართვის კონტროლერს.

წყარო: MacNN