ამიერიდან აშშ-ში შესაძლებელია ნახმარი iPhone-ის შეძენა

ამიერიდან აშშ-ს მოსახლეობას შეუძლია შეიძინოს ნახმარი iPhone-ები. ეს შესაძლებელია AT&T-ის დახმარებით. უმსხვილეს სატელეკომუნიკაციო გიგანტს შეუძლია შესთავაზოს კლიენტებს ტელეფონები 199 დოლარად (4 გბაიტი) და 249 დოლარად (8 გბაიტი).

American Telephone and Telegraph-ი აცხადებს, რომ ნახმარი ტელეფონები ზედმიწევნით შემოწმდება და რასოდეს გაიყიდება შეუსაბამო მდგომარეობაში. კარგი ალტერნატივაა ამერიკელებისათვის, მითუმეტეს, რომ AT&T-ი აპარატებზე გარანტიასაც იძლევა.