iPhone SDK-სა და ActiveSync-ის მხარდაჭერამ აღაფრთოვანა Apple-ის ინვესტორები

Apple-ის გეგმებმა iPhone-თან მიმართებაში, რომლებიც გაჟღერდა iPhone Software Roadmap-ზე, მიმდინარე წლის 6 მარტს, ოპტიმიზმის ახალი პორცია შთაბერეს Apple-ის ინვესტორებს, რომელთა ნაწილი ფრიად დაზარალდა აქციების ბოლო ვარდნის შედეგად $200-დან $120-მდე.

American Technology Research-ის ანალიტიკოსის შო ვუს (Shaw Wu) აზრით, კომპანიის მიერ განცხადებულმა ანონსებმა არა თუ გაამართლეს ინვესტორთა და მყიდველთა მოლოდინი, არამედ გადააჭარბეს კიდეც. კერძოდ, ანალიტიკოსი განსაკუთრებით აღნიშნავს ActiveSync-ის მხარდაჭერას, რაც ტელეფონს საშუალებას აძლევს დაუკავშირდეს კორპორატიულ Microsoft Exchange სერვერს.

ვუ თვლის, რომ ბოლო ანონსების შედეგად 10 მილიონი iPhone-ის გაყიდვა წლის ბოლომდე სრულიად რეალური ხდება. ანალიტიკოსმა ურჩია თავის მყიდველებს შეიძინონ კომპანიის აქციები და დაადგინა სამიზნე ფასი $175 დოლარის დონეზე.

წყარო: MacNN