14 მარტს დაიწყო iPhone-ის გაყიდვა ავსტრიასა და ირლანდიაში

პარასკევს, 14 მარტს, დაიწყო Apple iPhone-ის გაყიდვები კიდევ ორ ევროპულ ქვეყანაში, ავსტრიასა და ირლანდიაში.

ფასები „საერთოევროპულია“ — 399EUR 8 გბაიტიანი მოდელისათვის და 499EUR 16 გბაიტიანისათვის.

ოპერატორები, როგორც მოსალოდნელი იყო, გახდნენ T-Mobile და O2. ჯერ-ჯერობით ორივე კომპანია ტელეფონს მხოლოდ კონტრაქტით ყიდის. iPhone-ის ამ ქვეყნებში მუშაობის თავისებურებიდან შეიძლება აღინიშნოს ხმოვანი ფოსტის არარსებობა და ფასიანი Wi-Fi.