CHM Mac OS X-ზე

ინტერნეტში შესაძლებელია ბევრი ელექტრონული წიგნის მოძიება სხვადასხვა ფორმატში. დღეს მოგიყვებით იმის შესახებ, თუ რომელი პროგრამების საშუალებით შეგიძლიათ წაიკითხოთ CHM-ფორმატის წიგნები Mac OS X-ზე.

CHM-ფაილი წარმოადგენს კონტეინერს, რომელშიც ინახება ჩვეულებრივი html-გვერდები, რომლებიც ერთმანეთთან ბმულების სისტემით არიან დაკავშირებულნი. ამავე ფაილში განთავსებულია სარჩევი და ძებნის მონაცემთა ბაზა. CHM-ფორმატი შეიმუშავა Microsoft-მა Windows-ის დახმარების სისტემისათვის, მაგრამ დროთა განმავლობაში მისი გამოყენება დაიწყეს ელექტრონული წიგნების შესანახად. თუმცა ფორმატი კომერციულია და ცუდად დოკუმენტირებული, მისი წაკითხვა შესაძლებელია Linux-ზეც და Mac OS X-ზეც.

გავხსნათ CHM Mac OS X-ზე

მცირედი ძებნის შემდეგ, მოვახერხე მპოვნა სამი პროგრამა, რომლებსაც შეუძლიათ CHM-ის Mac OS X-ზე გახსნა — ChmoxxCHM და Chamonix. მათგან ერთ-ერთი მაინც რომ ყოფილიყო ორ დანარჩენზე უკეთესი, მხოლოდ მას განვიხილავდით, ხოლო ორ დანარჩენს თავს დავანებებდით. მაგრამ ასე არ გამოვა — სამივე პროგრამას გააჩნია დადებითი და უარყოფითი მხარეები — მე მოგიყვებით, არჩევანი თქვენზეა.

ერთადერთი, რითაც აღნიშნული პროგრამები გვანან ერთმანეთს — ისინი უფასოა.

Chmox

Chmox — ნამდვილი Cocoa პროგრამაა, რაც ნიშნავს, რომ Chmox-ს გააჩნია Mac OS X-ის სტანდარტილი ინტერფეისი. მაგრამ ფუნქციების ოდენობით Chmox-სი ვერ დაიკვეხნის — პროგრამას მხოლოდ ორი დამატებითი ფუნქცია აქვს: შესაძლებელია წიგნის სარჩევის ჩვენება ან დამალვა და შრიფტის ზომის შეცვლა.

xCHM

xCHM — კროსპლათფორმული პროგრამაა, რომელიც თავიდან დაიწერა UNIX-სისტემებისათვის (Linux, *BSD, Solaris), მაგრამ შემდგომში გადმოტანილი იქნა Windows-ში და Mac OS X-ში.

ამ პროგრამაში, წინამორბედისაგან განსხვავებით, საპირისპირო სიტუაციაა: მას ბევრი რამე შეუძლია, მაგრამ ინტერფეისი არ უვარგა —კროსპლათფორმულობას თავისი მიაქვს. სამაგიეროდ xCHM-ს შეუძლია სიყვების ძებნა წიგნში, ინახავს სანიშნეებს, ცვლის შრიფტის ზომას და თვითონ შრიფტსაც — ეს ყველაფერი Chmox-ს არ შეუძლია.

Chamonix

პროგრამა Chamonix-სი, ჩემი აზრით, ოქროს შუალედია წინა ორ პროგრამასთან შედარებით — მას ბევრი ფუნქციაც აქვს და ის ლამაზიცაა.

Chamonix-ს შეუძლია სანიშნეების შენახვა, დოუმენტში საჭირო სიტყვის ძებნა, შრიფიტს ზომის შემცირება ან გაზრდა და ცალკეული გვერდების ბეჭდვა. ამასთან მას სტანდარტული ინტერფეისი აქვს, თუმცა ერთგვარად უცნაური ხატულებით, მაგრამ ამას მალე ეჩვევი.

ნუ წაიკითხავ — განკუმშე

რომ სრულად ამოვწუროთ თემა, უნდა ვახსენოთ კიდევ ერთი პროგრამა — Tubby. მას არ შეუძლია CHM-ფაილების კითხვა, სამაგიეროდ მისი მეშვეობით შეგიძლიათ განკუმშოთ CHM-ი საქაღალდეში. შედეგად მიიღებთ ცალკეული html-გვერდების დიდ ოდენობას.

დასკვნები

როგორც აღმოჩნდა, CHM-ფაილების წასაკითხად Mac OS X-ზე სამი პროგრამა არსებობს, ამასთან ყოველი მათგანი რაიმეთი გამოირჩევა: Chmox-ი იდეალურია ინტერფეისის თვალსაზრისით, მაგრამ ფუნქციები შეზღუდული აქვს, xCHM-ი კროსპლათფრომულია, მაგრამ მეტი ფუნქცია გააჩნია, ხოლო Chamonix-ი — ოქროს შუალედია მათ შორის. ძირითადი მინუსი ამ პროგრამებში არის კიდევ ერთი, შეუძლებელია მთლიანი დოკუმენტის ბეჭდვა — მხოლოდ ცალკეული გვერდებისა.