ჯონათან აივი — მთავარი ფიგურა სტივ ჯობსის გუნდში

“Design is not just what it looks like and feels like. Design is how it works.”

Steve Jobs

ამასწინათ სტივ ჯობსმა აღნიშნა: “Apple – ეს არის გუნდური სპორტი”. დღეს მოგიყვებით დღევანდელი Apple-ის ერთ-ერთ ძირითად ფიგურაზე, ვიცე-პრეზიდენტზე ინდუსტრიულ დიზაინში ჯონათან აივზე. აივი – ეს ის ადამიანია, რომელმაც ისეთი პოპულარული პროდუქტების დიზაინი შექმნა, როგორიცაა iMac, iPod და iPhone (ამის გარდა MacMini და Apple TV).

ჯონათანი დაიბადა 1967 წელს ლონდონში (დიდი ბრიტანეთი) და გაიზარდა პაწია სოფელში Chingford-ი, Essex-ის საგრაფო. ჯონათანი საკმაოდ მორიდებული და წყნარი ადამიანი გახლავთ, რომელიც ყველას დასანახად თავის ცხოვრებას არ გამოფენს. მისი ცხოვრების შესახებ არცთუისე ბევრი რამაა ცნობილი. მას შემდეგ, რაც აივმა დაამთავრა სკოლა ლონდონის სამხრეთით, 1985 წელს მან სწავლა განაგრძო ნიუკასლის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტეში. 1990 წელს ჯონატანი დაბრუნდა ლონდონში და დააარსა დიზაინ-სტუდია. სტუდიის სახელი იყო Tangerine.

კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კლიენტი გახდა კომპანია Ideal Standard-ი, რომელიც აბაზანების, ნიჟარების და ტუალეტების გაყიდვით იყო დაკავებული. რატომღაც ყველას მარტო ის ახსოვს, რომ Apple-ში მოსვლამდე აივი ტუალეტების დიზაინს ქმნიდა. ჰმ… შესაძლოა მას უბრალოდ ძალიან კარგად გამოსდიოდა. სტუდია იზრდებოდა და 1992 წელს მისი კლიენტი თვით Apple Computer-ი გახდა. ხოლო ჯონათან აივი სამუშაოდ გადავიდა “ვაშლების კომპანიაში”. ეს საკმაოდ რთული პერიოდი გახლდათ Apple-ისათვის. ჯონ სკალი მაშინ მოლაპარაკებებს აწარმოებდა Microsoft-თან გრაფიკული ინტერფეისის შესახებ, Macintosh-ის გაყიდვები დაეცა, Newton-ის შექმნა ძალიან ბევრ სახსრებს ითხოვდა და ამის გარდა სკალი ვერ პოულობდა მყიდველს Apple-ისათვის. მოკლედ, Apple-ის საქმეები ვერ იყო კარგად.

ჯონატან აივის ნამდვილი გაფურჩქვნა 1997 წლის შემდეგ დაიწყო, როდესაც კომპანიაში ტრიუმფალურად დაბრუნდა სტივ ჯობსი. ჯონათანის პირველი წარმატება გახლდათ 1998 წელს შექმნილი კომპიუტერი iMac G3. კომპიუტერი, რომლეშიც მონიტორი და სისტემური ბლოკი შეთავსებული იყო. iMac-ის წარამტება ფენომენალური იყო. პრესამ დაიწყო Apple-ის აღორძინებაზე საუბარი. ამ წარმატების ერთ-ერთი საფუძველი სწორედ ჯონათანი გახლდათ, ვინაიდან Mac OS X-ი ჯერ არ არსებობდა, iMac-ის დიზაინი მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა კომპანიის წარმატებაში.

ამის შემდგომ გამოვიდა ძალიან ლამაზი პორტატული კომპიუტერი iBook G3. Apple-ი იყო პირველი კომპანია, რომელმაც თავის მყიდველებს სხვადასხვა ფერის კომპიუტერები შესთავაზა.

iBook-ის შემდეგ გამოვიდა PowerMac G3, რომლემაც პროფესიული კომპიუტერების ნიშა დაიკავა.

თუმცა, ნამდვილად გენიალური პროდუქტი, რომლის დიზაინიც ჯონათანის მიერ არის შექმნილი, 2002 წელს გამოვიდა. ეს იყო ცნობილი iMac G4, კომპიუტერი, რომელიც დიზაინერული ოსტატობის მწვერვალს წარმოადგენს. მრავალი მაკ-მომხმარებელი მზადაა გადაიხადოს ნებისმიერი თანხა ამ მოდელში.

შემდგომ აივი მონწილეობდა Apple-ის თიტქმის ყველა პროდუქტის შექმნაში. ასე, რომ, ნებისმიერი მაკი ან iPod (და iPhone-იც) – ჯონათანის ნახელავი გახლავთ. საინტერესოა, რომ ის და მისი გუნდი კომპანიის ცენტრალურ ოფისში არ სხედან, არამედ სპეციალურ კამპუსში, სადაც ვერავინ ვერ შეუშლით ხელს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სტივის დამოკიდებულება ჯონათანის მიემართ განსაკუთრებულია, იგი აფასებს ამ თანამშრომელს სხვებზე უფრო მეტად. ამის გამო დადის ხმები, რომ შესაძლოა აივი გახდეს ჯობსის შემცვლელი.

2006 წელს ჯონათან აივი ბრიტანეთის იმპერიის კომანდორი გახდა. აივის პირადი ცხოვრების შესახებ თითქმის არაფერი არაა ცნობილი. ახლა ის ცხოვრობს ტვინ პოკსში, მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად. მის მეგობრეს შორის შეგვიძლია გამოვყოთ ბონო, დიზაინერი პოლ სმიტი და დევიდ ბრინი.

WordPress Default is proudly powered by WordPress

Entries (RSS) and Comments (RSS).