Apple WWDC — ყველა ბილეთი გაყიდულია

უკვე ვეღარ მოახერხებთ Apple–ის მიერ მოწყობილ პროგრამების შემქმნელების კონფერენციაზე – Apple Worldwide Developer Conference მოხვედრას. პირველად WWDC–ის ისტორიაში ყველა ბილეთი გახსნამდე ბევრად ადრე გაიყიდა.

WWDC კონფერენცია ტრადიციულად სან–ფრანცისკოში, Moscone Centre–ში იმართება. წლევანდელი კონფერენცია 9 ივნისს გაიხსნება.

Macworld–ისთვის მიცემულ ინტერვიუში Apple–ის წარმომადგენელმა ბილ ივენსმა (Bill Evans) განაცხადა, რომ „მომდევნო WWDC კონფერენციით ძალიან ბევრი დამკვირვებელია დაინტერესებული და ჩვენ მეტად კმაყოფილები ვართ პროგრამების შემქმენელების ენთუზიაზმით და მათ მიერ iPhone SDK ინსტრუმენტული საშუალებების ნაკრების მხარდაჭერით. ყველა მოსაწვევი გაიყიდა. ისინი ვინც ვერ ეწვევიან კონფერენციას, შესძლებენ სემინარებისა და მასტერ–კლასების ვიდეოჩანაწერების შეძენას, iTunes Store–ში ღონისძიების დასრულების შემდეგ.“