Office 2008 SP1 for Mac კვლავ VBA-ს მხარდაჭერით

Microsoft–მა გააკეთა განცხადება Mac კომპიუტერებისთვის საოფისე პაკეტის ბოლო ვერსიის – Office 2008–ის სარეკორდო გაყიდვების შესახებ.

Microsoft–ის Mac Business Unit–ის გენერალური მენეჯერის, ქრეიგ ეისლერის (Craig Eisler) სიტყვებით, გამოსვლიდან პირველი თვეების განმავლობაში Office 2008–ის გაყიდვების დინამიკა სამჯერ აჭარბებს წინა ვერსიის, Office 2004–სას.

„შემდგომი ვერსიის გამოშვებას მომხმარებელთან მჭიდრო თნამშრომლობით ვაპირებთ, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ Office for Mac კვლავაც ყველაზე მძლავრ და თავსებად პაკეტად დარჩება Mac–ის მომხმარებლებისთვის,“ – სთქვა ეისლერმა.

პაკეტის მომავალ ვერსიაში ერთ–ერთი ყველაზე თვალშისაცემი სიახლე Visual Basic for Applications–ის მხარდაჭერის დაბრუნება იქნება. Microsoft–ის სიტყვებით, ამგვარი ნაბიჯის მიზანია მომხმარებელთა გარკვეული ჯგუფის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. საუბარია მომხმარებლებზე, რომელთაც მაკროსების ორივე პლატფორმაზე თავსებადობის უზრუნველყოფა ესაჭიროებათ.

იმავდროულად კომპანიამ გამოუშვა Service Pack (SP1) for Mac Office 2008 პაკეტის განახლება, რომელიც აუმჯობესებს დამატებების მწარმოებლურობას, უზრუნველყოფს მათი მუშაობის სტაბილურობას და უსაფრთხოებას.

Service Pack (SP1) for Mac Office 2008–ში შესატანი განახლებების სრულ სიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ. სამწუხაროდ, პაკეტში კვლავინდებურად არ არსებობს რუსული ენის სრულყოფილი მხარდაჭერა.

განახლების დაყენება შეგიძლიათ Office 2008–ის შემადგენლობის AutoUpdate for Mac უტილიტის გამოყენებით, ან ხელით, წინასწარ Microsoft–ის web-საიტის ამ გვერდიდან გადმოწერის შემდეგ.

წყარო: Microsoft Mactopia