„სვიჩერის“ ნაკრები: პირველადი მოხმარების პროგრამული უზრუნველყოფა

Forum.GE-ზე სვიჩერები ხშირად კითხულობენ Windows-პროგრამების ანალოგების დასახელებას. ჩვენ შევეცადეთ შეგვედგინა სია იმ პროგრამული უზრუნველყოფისა, რომელსაც ყურადღება უნდა მიექცეს პირველ რიგში.

  • ICQAdium არის ალბათ ყველაზე პოპულარული IM-კლიენტი Mac-ისათვის. ის უფასო, მრავალ პროტოკოლიანი ინტერნეტ-პეიჯერია ღია კოდზე დაფუძნებული. მხარს უჭერს ICQ-ს, MSN-ს, Jabber-ს, Yahoo!-ს და სხვა ქსელებს.
  • BlogJet-ის და Semagic-ის შეცვლა. Ecto — ალბათ ყველაზე კარგი ბლოგ-კლიენტია. ფრიადმოსახერხებელი.
  • ბრაუზერები. Mac-ისათვის არსებობს ყველა ბრაუზერის ვერსია, Mozilla Firefox-ის და Opera-ს ჩათვლით.
  • CHM-ფაილების კითხვა. სრულიად შესაძლებელია, რომ თქვენ გაქვთ დიდი ბიბლიოთეკა CHMფორმატში. მათ სანახავად დაგჭირდებათ Chmox. ის უფასოა.
  • FTP-კლიენტები. FTP-სთან სამუშაოდ საუკეთესო პროგრამად ითვლება Transmit, მაგრამ ის ფასიანია.არის საკამოდ კარგი ვარიანტი, — CyberDuck
  • ReGet Deluxe-ის ანალოგი. საერთოდ ურჩევენ iGetter-ს, მაგრამ ვერაფერს გეტყვით საგულისხმოს,ვინაიდან პირად მე არ ვსარგებლობ ამ პროგრამით
  • StrongDC. სრულფასოვანი ანალოგი არ არსებობს, უნდა დავკმაყოფილდეთ ShakesPeer-ით.
  • „ლინგვო“TranslateIT კარგი პროგრამაა, თანაც არსებობს უფასო ვერსიაც.

საერთოდ, ძალიან ბევრი ხარისხიანი პროგრამა არსებობს ბევრ პლათფორმაზე (მაგალითად, Skype, VLC და ა.შ.).

თქვენ რას დაამატებდით ამ სიას?

This entry was posted in Apple, ყველა სტატია and tagged . Bookmark the permalink.