Apple-ის 5 პატენტი iPhone-ისთვის

თითქმის აღარავინ დარჩა, ვისაც უახლოეს მომავალში, ნალოდინევი 3G iPhone–ის გამოსვლაში ეჭვი ეპარება. შეიძლება ითქვას, რომ ეს უკვე მომხდარი ფაქტია. მაგრამ Apple სულაც არ აპირებს საკუთრი განზრახვების ნაადრევად გამჟღავნებას (როგორც ყოველთვის). სტივი პრაქტიკულად არასდროს უშვებს ინფორმაციის გაჟონვას.

პოპულარული რესურსის MacRumors–ის თანამშრომლებმა კომპანია Apple–ის რამდენიმე ამერიკული პატენტი აღმოაჩინეს. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ისინი iPhone–ში ასამოქმედებლად არიან გამზადებული. იმ შემთხვევაში თუკი მათ გამოიყენებენ, უკვე 3G iPhone–ში ჩვენ ვნახავთ:

„Media Devices with Wireless Communication–ს“ (15.05.2008): Wi-Fi–თ მუშაობა სხვადასხვა სახის ლოკალურ მოწყობილობებთან, მაგალითად რესტორანში შეკვეთის გაკეთება პირდაპირ iPhone–ის დისპლეიდან.

„System and Method for Processing Images Using Predetermined Tone Reproduction Curves–ს“ (15.04.2008): iPhone–ის კამერა RAW ფორმატის ფოტოების გამოყენების შესაძლებლობით, პლიუს გაფართოვებული ავტომატური დამუშავება.

„Multi-Functional Handheld Device–ს“ (17.04.2008): GPS + რამდენიმე საკუთრი თამაში.

„Dynamic Carrier Selection–ს“ (10.04.2008): კონკრეტულ ოპერატორზე მიბმის არააუცილებლობა. თავისი შინაარსით ეს არის ვირტუალური ოპერატორის ტექნოლოგია.

„Location-based Media Presentation–ს“ (01.11.2007): GPS საშუალებებით რესტორნების, ბარების, მუზეუმების, სტადიონების და ა.შ. ადგილმდებარეობის განსაზღვრა.

ვერაფერს იტყვი, შთამბეჭდავია.

This entry was posted in Apple, ყველა სტატია and tagged . Bookmark the permalink.