Apple-მა მოიპოვა პრესტიჟული ჯილდოები D’AD Award iMac-ისა და iPhone-ის დიზაინისათვის

მეექვსედ 1999 წლიდან, Apple–ის მიღწევები პრესტიჟული ბრიტანული პრემიის D&AD Awards ორი უმაღლესი ჯილდოთი, „შავი ფანქრით“ აღინიშნა. ამჯერად კომპანიამ უმაღლესი შეფასება დაიმსახურა მაგიდის კომპიუტერის iMac–ის, რომელმაც გასულ წელს ახალი, „ალუმინის“ გარეგნობა შეიძინა, და მობილური ტელეფონის iPhone–ის დიზაინისთვის.

გამომცემლობა The Guardian იტყობინება, რომ ამ მიღწევამ Apple, პრემიის გადაცემის 45–წლიან ისტორიაში, ყველაზე წარმატებულ პრიზიორად აქცია. Apple–ის გარდა „შავი ფანქარი“ მიიღო კიდევ ხუთმა კომპანიამ, ნაკლებად პრესტიჟული, „ყვითელი ფანქრით“ კი, 64 კატეგორიაში ოცდაათი კომპანია დაჯილდოვდა.

„შავი ფანქარი“ მეტად ექსკლუზიურ ჯილდოდ ითვლება, ვინაიდან D&AD არ ანიჭებს ჯილდოებს იმ შემთხვევაში, თუკი საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში ბაზარზე მისი ღირსი პროდუქტი არ გამოჩნდება.

წყარო: The Guardian

This entry was posted in Apple, ყველა სტატია and tagged , . Bookmark the permalink.