Apple-ის აპრილის გაყიდვები: 50%-იანი ზრდა

როგორც AppleInsider.com იტყობინება, აპრილში გაყიდული მაკინტოშების რაოდენობა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 50%–ით აღემატება. ფულად გამოსახულებაში ზრდამ 46% შეადგინა. ამავე პერიოდში მთელი ბაზარი მხოლოდ 17%–ით გაიზარდა.

პირველწყარო კომპანია Lehman Brothers–ის ანალიტიკოსის ბენ რიცის (Ben Reitz) ანგარიშგებას ეყრდნობა. იგივე ანალიტიკოსი, ახალი სასწავლო წლის დაწყების წინ, Macbook–ის ყველა მოდელის შეცვლას წინასწარმეტყველებს. ანუ აგვიტოში, ყველა მოდელის დიზაინი MacBook Air–ისაზე იქნება დაფუძნებული.

This entry was posted in Apple, ყველა სტატია and tagged . Bookmark the permalink.