Categories
Apple ყველა სტატია

iPhone-ის გეოგრაფიის გაფართოება, შევაჯამოთ შედეგები

გასულ კვირში გამოქვეყნდა რამდენიმე ინფორმაცია iPhone–ის ახალ ქვეყნებში გაყიდვის გეგმების შესახებ. iPhone–ის გეოგრაფიის სრულყოფილი სურათი ამგვარად გამოიყურება:

ამჟამად:

ქვეყნები: აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია, ირლანდია – სულ 6 ქვეყანა.

Apple–თან შეთანხმების მქონე მობილური ოპერატორების აბონენტების საერთო რაოდენობა – 153 მილიონი.

მოელიან:

ქვეყნები: არგენტინა, ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საბერძნეთი, გვატემალა, ჰონდურასი, დომინიკელთა რესპუბლიკა, ეგვიპტე, ინდოეთი, ირლანდია, ესპანეთი, იტალია, იორდანია, კანადა, კოლუმბია, მექსიკა, ახალი ზელანდია, ნიკარაგუა, პარაგვაი, პერუ, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სალვადორი, სინგაპური, სლოვაკეთი, აშშ, თურქეთი, ურუგვაი, ფილიპინები, საფრანგეთი, ჩილე, ჩეხეთი, შვეიცარია, ეკვადორი, სარ, იამაიკა (სულ 42 ქვეყანა)

Apple–თან შეთნხმების მქონე მობილური ოპერატორების აბონენტების საერთო რაოდენობა – 575 მილიონი (თითქმის 4–ჯერ მეტი).

ამ მონაცემების საფუძველზე ანალიტიკოსმა ჯინ მიუნსტერმა გააკეთა პროგნოზი, რომელიც მნიშვნელოვნად ასწრებს 2008 წლის განმავლობაში 10 მილიონი iPhone–ის გაყიდვის „ჯობსის გეგმას“. მიუნსტერი 16,6 მილიონი ტელეფონის გაყიდვას წინასწარმეტყველებს.

როგორც ხედავთ პროცესში ჯერ არ ჩართულან საქართველო, რუსეთი, ჩინეთი, იაპონია და სკანდინავიის ქვეყნები. იმედი ვიქონიოთ, რომ Apple ხელიდან არ გაუშვებს ამ ბაზრებს.