MacBook მიიღებს დისპლეის LED-განათებას

2009 წელს Apple–ის ყველა ნოუთბუქი, დისპლეის შუქდიოდიანი განათებით გამოვა, იტყობინება ტაივანის გაზეთი Economic Daily News. კომპანია Kenmos Technology–მ, რომელმაც Apple–ის ნოუთბუქებისთვის LED–განათების მიწოდება 2007 წელს დაიწყო, მიმდინარე წელს მათი მიწოდება ხუთჯერ – 1,5 მილიონ ერთეულამდე გაზარდა, თუმცა არ არსებობს ინფორმაცია, მათგან რამდენი მიაწოდა Apple–ს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის აპრილში, Apple–ის პროდუქციის ეკოლოგიური უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ ღია წერილში, სტივ ჯობსი დაგვპირდა, რომ კომპანია ყველა თავის ნოუთბუქს დისპლეის შუქდიოდიან განათებაზე გადაიყვანდა. ზოგიერთი ინფორმაციით, Apple აპირებს მნიშვნელოვნად გარდაქმნას MacBook, რომელსაც iBook G3–იდან მოყოლებული არ განუცდია რევოლუციური ცვლილებები, კერძოდ, კომპიუტერი შეიმოსება ალუმინის კორპუსით. შესაძლოა იმავდროულად MacBook მიიღებს დისპლეის განათევის LED-მოდულს.

წყარო: MacRumors