iPhone-ის მომავალი მოდელი შეძლებს მონაცემების 42 მბიტ/წმ სიჩქარით მიღებას

iPhone–ის მომავალ მოდელს HSPA+ ტექნოლოგიის მხარდაჭერა ექნება, რომელიც მონაცემების 42 მბიტ/წმ სიჩქარით გადაცემას უზრუნველყოფს, განაცხადა ავსტრალიური მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორის Telstra–ს ერთ–ერთმა ხელმძღვანელმა ChanelNews–თან ინტერვიუში.

მიმდინარე წლის ბოლომდე Telstra აპირებს HSPA+ ტექნოლოგიის გამოყენებით, 21 მბიტ/წმ სიგანის არხით, 3G მომსახურების შეთავაზებას, ხოლო მომავალი წლის განმავლობაში თითეული შეერთების გამტარუნარიანობის გაორმაგებას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ iPhone–ის გაყიდვაში Apple–ის ამერიკელი პარტნიორი AT&T, მომავალ წელს ასევე აპირებს 3G–შეერთების გამტარუნარიანობის 21მბიტ/წმ–მდე გაზრდას (AT&T–ის პრესრელიზში დასახელებულია სიჩქარე 20 მბიტ/წმ), მსგავსი, თუ არა იდენტური, ტექნოლოგიის გამოყენებით.

თუკი ChanelNews–ის ინფორმაცია სანდოა, ეს ნიშნავს, რომ წლის ბოლომდე სავარაუდოდ iPhone–ის კიდევ ერთ მოდელს ვიხილავთ – იმ მოდელისგან განსხვავებულს, რომელსაც ივნისის დასაწყისში WWDC კონფერენციაზე წარადგენენ. ადრე რამდენიმე წყარო იუწყებოდა, რომ iPhone–ის მეორე მოდელში Apple იყენებს Infineon–ის წარმოების ჩიფსეტს HSDPA (7,2 მბიტ/წმ–მდე) და არა HSPA+ ტექნოლოგიის მხარდაჭერით.

წყარო: ChanelNews