BioShock iPhone-ში

iPhone–ისთვის Doom–ის და Quake–ის გამოჩენის შემდეგ საკმაო ხანი გავიდა. შტილი ახალი თამაშის, BioShock–ის ხმაურიანი ანონსით შეიცვალა. Pocket Gamer იტყობინება, რომ BREW ვერსიაზე მუშაობის დასრულების შემდეგ (რომელსაც უკვე მოიხმარს ტესტერთა ვიწრო წრე), IG Fun ამ თამაშის iPhone–ში პორტირებას აპირებს.

ჩვენ მართლაც ძალიან ლამაზი თამაში გველის, რეალისტური გრაფიკით, წარმტაცი გეიმფლეით და მოსახერხებელი მართვით.