MediaCentral 2.8 Mac OS X-ისთვის TubeStick Hybrid-ის მხარდაჭერით

კომპანია equinux–მა გამოუშვა Mac OS X–ისთვის პროგრამული მედია–ცენტრის ახალი ვერსია — MediaCentral 2.8.

პროგრამის ყველაზე ღირსშესანიშნავ სიახლეს TV–თუნერების ოჯახის ახალი წარმომადგენლის, TubeStick — TubeStick Hybrid–ის მხარდაჭერა და The Tube–ში გამოყენებულის ანალოგიური, TV–თან მუშაობის ახალი მექანიზმის გამოყენება წარმოადგენს.

პროგრამას გააჩნია მრავალი აუდიო და ვიდეოფორმატის მხარდაჭერა, IP და ციფრული ტელევიზია, იძლევა DVD დისკების და ფოტოების ყურების, მუსიკალური ფაილების და ინტერნეტ–რადიოსადგურების მოსმენის, თამაშის და Skype–ის გამოყენების საშუალებას.

გასული ვერსიების დარეგისტრირებული მომხმარებლებისთვის, MediaCentral–ის 2.8 ვერსიამდე განახლება უფასოა. ერთმომხმარებლიანი სრული ლიცენზიის ღირებულება 25 ევროა.

წყარო: Equinux