Revolt — პირველი პირის შუტერი

ადრე შეგატყობინეთ (ვიდეოროლიკის დემოსტრაციაც კი მოხდა) iPhone/iPod–ში Quake2–ის პორტირების შესახებ. სამწუხაროდ შემქმნელები ტესტირებას დასჯერდნენ და თამაშის რელიზის შესახებ განცხადება არ გაკეთებულა. კანადურმა IUGO mobile entertainment–მა შექმნა მშვენიერი პირველი პირის შუტერი iPhone–ისთვის. ავტორების სიტყვებით, გეიმერები უახლოეს მომავალში იხილავენ მას.

თამაშის სახელწოდებაა Revolt. მართვა აქსელერომეტრის და მულტისენსორული ეკრანის საშუალებით ხდება, ანუ ტელეფონის სასურველი მიმართულებით დახრის შემდეგ, თქვენი გმირი სასურველ მოქმედებას შეასრულებს. სროლა ავტომატურია, მაგრამ დისპლეიზე დაჭერით შეგიძლიათ ხელით მართვაზე გადასვლა.

შემქმნელების სიტყვებით, თამაში 100%–ით გამოვა და App Store–ით გავრცელდება. მანამდე კი შეგიძლიათ დემო–როლიკით დატკბეთ.

This entry was posted in Apple, ყველა სტატია and tagged , . Bookmark the permalink.