Apple-მა გამოუშვა Mac OS X 10.5.3

Apple–მა საოპერაციო სისტემა Leopard–ის განახლების ფინალური ვერსია – Mac OS X 10.5.3 გამოუშვა. განახლება ორ ვარიანტშია ხელმისაწვდომი: Mac OS X 10.5.3 Update (ფაილის ზომა — 420 მბ) — Mac OS X 10.5.2–ში მომუშავე სისტემებისთვის და Mac OS X 10.5.3 Combo Update (536 მბ) — Leopard–ის ნებისმიერ ვერსიაზე.

განახლებაში აღმოფხვრილია გაუმართაობები Address Book–ში, AirPort–ში, Automator–ში, iCal–ში, iChat–ში, Mail–ში, Parental Controls–ში, Spaces–ში, Time Machine–ში, VoiceOver–ში და ოპერაციული სისტემის სხვა კომპონენტებში, იგი აუმჯობესებს Screensaver–ების, USB–მოწყობილობების, Wi-Fi–ის მუშაობას, შრიფტ Helvetica–ის აღქმას, აფართოებს RAW–ფორმატების მხარდაჭერას ციფრული ფოტოკამერებისთვის და სხვ.

Mac OS X 10.5.3–ის სიახლეების სრულ ვერსიას შეგიძლიათ გაეცნოთ Apple.com (ინგლ.) ვებსაიტის ამ გვერდზე.

განახლების დაყენება შესაძლებელია სისტემური პროგრამის Mac OS X Software Update–ის გამოყენებით.

წყარო: Apple