iPhone: არც მთლად ჩინეთი, მაგრამ უკვე ჰონ-კონგი

AppleInsider.com 2008 წელს iPhone ექსპანსიის სიაში ახალი ტერიტორიის შესახებ იტყობინება. კომპანია Hutchison Telecommunications Limited–მა უკვე გააფორმა ხელშეკრულება Apple–თან და აწი iPhone ჰონ-კონგში და მაკაოშიც გამოჩნდება.

ორივე ნამცეცა ტერიტორია ჩინეთის შედარებით მცირერიცხოვან, სპეციალურ ადმინისტრაციულ რაიონებს წარმოადგენენ: ჰონკონგში 7 მილიონზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, ხოლო მაკაოში კიდევ ნაკლები — 600 ათასამდე.

მიუხედავად ამისა, ჰონკონგი ჩინეთის მსხვილ სამრეწველო და ფინანსურ ცენტრს წარმოადგენს და იქ iPhone–ის შეღწევა, მნიშვნელოვანი ნაბიჯია ზეცისქვეშეთში შეღწევისკენ. არაოფიციალური მონაცემებით ჩინეთში iPhone–ის 400 ათასი დაქსაქსული მომხმარებელია.

This entry was posted in Apple, ყველა სტატია and tagged . Bookmark the permalink.