პირველი კვარტლის გაყიდვებში iPhone-ის წილი შემცირდა

ბაზრის კვლევაზე სპეციალიზებულმა კომპანია IDC–მა გამოაქვეყნა 2008 წლის პირველი კვარტლის სმარტფონების ბაზრის მონაცემები. iPhone–ის წილი გაყიდვების საერთო მოცულობაში 26,7%–იდან (2007 წლის მეოთხე კვარტალში), 19,2%–მდე შემცირდა.

იმავდროულად BlackBerry–ის წილი იზრდება — 2007 წლის მეოთხე კვარტლის 35,1%–იდან, 2008 წლის პირველი კვარტლის 44,5 %–მდე.

საგანგაშოა? ნაბათის ცემის დროა? iPhone–ის მიმართ ინტერესი კლებულობს? დიახ, ანალიტიკოსთა ნაწილი ამ აზრს იზიარებს. სხვები კი ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ მომხმარებელთა უმეტესობა მოლოდინის პოზიციაშია – ივნისში ხომ ბევრი სიახლე იგეგმება?! ასე რომ, ობიექტურნი რომ ვიყოთ, დაველოდოთ WWDC–ის და ციფრები შემდეგ შევადაროთ.