Apple-მა ტესტერებს Mac OS X 10.5.4-ის პირველადი ვერსია დაუგზავნა

Leopard–ის ბოლო განახლების გამოსვლიდან ერთ კვირაში, Apple–მა ტესტერებს მომდევნო განახლების Mac OS X 10.5.4 build 9E6–ის წინასწარი ვერსია დაუგზავნა.

MacRumors–ის წყაროების ცნობით, დაგზავნილი ვერსია, თანდართული დოკუმენტაციის თანახმად, მცირე რაოდენობის ცვლილებას შეიცავს, ხოლო კომპანიისთვის ცნობილი დაუმუშავებელი დეტალების სია სულაც ცარიელია. В последнее время ბოლო დროს Apple წინანდელზე ხშირად, რამდენიმე დღეში ერთხელ, უგზავნის ტესტერებს Mac OS X–ის წინასწარ ვერსიებს, თუმცა ეს სულაც არ ამცირებს დროს განახლებებიც რელიზებს შორის. ასე მაგალითად Mac OS X 10.5.3, წინა 10.5.2–ის გამოსვლიდან სამ თვეზე მეტ ხანში გამოვიდა.

მომავალი განახლების პირველი ვერსია ტესტერებმა Apple WWDC კონფერენციის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღეს. ჭორებს თუ დავუჯერებთ სწორედ ამ კონფერენციაზე Apple პირველად წარმოადგენს მომდევნო საოპერაციო სისტემას – Mac OS X 10.6 Snow Leopard.

წყარო: MacRumors