Aspyr-მა გადადო Call of Duty 4-ის Mac-ვერსიის გამოშვება

კომპანიამ Aspyr Media შეგვატყობინა პოპულარული თამაშის Call of Duty 4: Modern Warfare-ის Mac-ვერსიის გამოშვების გადატანის შესახებ მიმდინარე წლის მესამე კვარტალზე. ადრე კომპანია საბოლოო ვადად ასახელებდა ივლის-აგვისტოს.

შეყოვნების მიზეზი გახდა თამაშობის უმაღლესი ხარისხის მიღწევის სურვილი.

მოსალოდნელია, რომ უახლეს ხანებში Aspyr-ი დაიწყებს წინასწარი შეკვეთების მიღებას თამაშზე.

წყარო: Aspyr Media

This entry was posted in Apple, ყველა სტატია and tagged . Bookmark the permalink.