Apple აფართოებს iTunes Store-ის საერთაშორისო ექსპანსიას

Apple–მა ონლაინ მაღაზია iTunes Store–ის ბრიტანულ და კანადურ განყოფილებებში, კინოფილმების გაყიდვისა და გაქირავების მომსახურების ამუშავებაზე განაცხადა.

„მოხარულები ვართ შევთავაზოთ iTunes–ის კანადელ კლიენტებს 1200–ზე მეტი კინოფილმის წვდომა, რომელთა შეძენა ან დაქირავება შესაძლებელია ფართოფორმატიან ტელევიზორზე Apple TV–ის გამოყენებით, ან გზაში iPod–ის ეკრანზე, საყურებლად“ – განაცხადა Apple–ის iTunes ვიცე–პრეზიდენტმა ედი ქიუმ (Eddy Cue). მისივე სიტყვებით, პირველ ხანებში ბრიტანელი მომხმარებელი ნაკლები რაოდენობით, დაახლოებით 7000 ფილმს უნდა დასჯერდეს.

კანადურ და ბრიტანულ iTunes Store–ში ახალი რელიზების ღირებულება 14.99CAN$–ს და 10.99£–ს შეადგენს, ხოლო გასული წლების ფილმებისა – 9.99CAN$–ს და 6.99£–ს. სიახლეების გაქირავება 4.99CAN$ და 3.49£ ეღირება, ხოლო კატალოგური დასახელებებისა –3.99CAN$ და 2.49£. ნაქირავები ფილმის ყურება შესაძლებელი იქნება ქირაობიდან 30 დღის და ჩართვიდან 48 საათის განმავლობაში.

Apple–მა ასევე გააფართოვა iTunes–ის საგანმანათლებლო ნაწილის – iTunes U–ის – მოქმედების ზონა. იგი კიდევ ოთხ ქვეყანაზე: ავსტრალიაზე, ირლანდიაზე, ახალ ზელანდიაზე და დიდ ბრიტანეთზე გავრცელდება.

წყარო: Apple