Apple-მა iPhone 3G წარმოადგინა

Apple–ის თავკაცმა სტივ ჯობსმა WWDC 2008 კონფერენციაზე მოხსენების დროს iPhone–ის ახალი, მესამე თაობის ქსელის მხარდაჭერიანი, მოდელი წარმოადგინა.

„iPhone–ის გაყიდვების დაწყებიდან ერთი წლის თავზე წარმოგიდგენთ ახალ მოდელს iPhone 3G–ის, რომელიც წინანდელზე ორჯერ სწრაფი და ორჯერ იაფია – სთქვა სტივ ჯობსმა – iPhone 3G–ის გააჩნია Microsoft Exchange ActiveSync–ის მხარდაჭერა, iPhone SDK–ის მეშვეობით უშვებს გარეშე შემქმნელების შექმნილ დამატებებს და ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიოს სამოცდაათზე მეტი ქვეყნის მომხმარებლისთვის“.

iPhone 3G–ის ძირითდი სიახლეებია:

  • მესამე თობის ქსელების მხარდაჭერა — EDGE–ზე 2,8–ჯერ მეტი სიჩქარით;
  • ხმისა და მონაცემების ერთდროული გადაცემა;
  • Microsoft Exchange ActiveSync;
  • ჩადგმული GPS მიმღები;
  • გაზრდილი ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობა — 300 საათი ლოდინის რეჟიმში, 10 საათი 2G-ქსელებში და 5 საათი 3G-ქსელებში საუბრის რეჟიმში, 5—6 საათი ინტერნეტში, 7 საათი ვიდეოს და 24 საათი აუდიოს აღწარმოება;
  • კორპუსის რევერსი დამზადებულია შავი ან თეთრი ფერის პრიალა პლასტიკისგან.

ახალი მოდელი გაყიდვაში გამოჩნდება 11 ივლისიდან 22 ქვეყანაში. 8-გიგაბაიტიანი მოდელის ფასია 199$ (კორპუსის შავი რევერსი), 16–გიგაბაიტიანისა – 299$ (კორპუსის შავი, ან თეთრი რევერსი)

წყარო: Apple

This entry was posted in Apple, ყველა სტატია and tagged , . Bookmark the permalink.