MobileMe — .Mac-ის ახალი მომსახურების სახელი და ცოტა მეტიც

Apple თავისი ონლაინ მომსახურების .Mac–ის რეფორმირების პროცესშია, რომელმაც, როგორ მოსალოდნელი იყო სახელიც შეიცვალა — MobileMe.

WWDC კონფერენციაზე გამოსვლისას, Apple–ის საერთაშორისო მარკეტინგის ვიცე–პრეზიდენტმა ფილიპ შილერმა (Philip Schiller), MobileMe დაახასიათა როგორც „Exchange ყველასთვის“.

„ყველა არ მუშაობს მსხვილ კორპორაციაში, ყველას არ გააჩნია Exchange სერვერების წვდომა, მაგრამ აწი, MobileMe–ის გამოყენებით შეძლებენ ანალოგიური შესაძლებლობებით სარგებლობას“, – განაცხადა შილერმა.

MobileMe–ის შეუძლია — push-მუშაობა ელფოსტის შეტყობინებებთან, კალენდართან და კონტაქტებთან; Mac–ს, iPhone–სა и PC–ს შორის სინქრონიზაცია (Outlook–თან ინტეგრაცია); გააჩნია ელფოსტასთან, კონტაქტებთან, კალენდართან, გალერეებთან, iDisk–თან მუშაობისთვის საჭირო მძლავრი web-დამატებების ნაკრები; ასევე, მანამდე .Mac–თან მომუშავე სამაგიდო დამატებების მხარდაჭერა.

წლიური ხელმოწერის ღირებულებაა 99$. კომპანია ასევე საცდელ, 60 დღიან, უფასო პერიოდსაც გთავაზობთ. განახლებული მომსახურების შემოთავაზება ივლისში დაიწყება.

Apple–მა თავის web-საიტზე MobileMe–ის შესაძლებლობების ვიდეომიმოხილვა განათავსა.

წყარო: Apple

Tags:

WordPress Default is proudly powered by WordPress

Entries (RSS) and Comments (RSS).