შემქმნელებმა iPhone-ის დამატებები წარმოადგინეს

WWDC 2008 კონფერენციაზე, სტივ ჯობსის მოხსენების დროს, რამდენიმე გარეშე შემქმნელმა iPhone–ისთვის საკუთარი დამატება წარმოადგინა.

Sega–ამ კვლავ წარმოადგინა თამაში Super Monkey Ball, რომელიც უკვე 100–ზე მეტ დონეს შეიცავს. კომპანიის წარმომადგენელმა WWDC–ს სცენაზე, ტელეფონის სივრცული მდებარეობის მიმღებების გამოყენებით, ამ თამაშის წარმართვის ვირტუოზული ხელოვნება აჩვენა. კიდევ ორი თამაში კომპანია Pangea–მ წარმოადგინა. ორივე პროდუქტი ნაცნობია Mac–ის მომხმარებლებისთვის — თამაში თავსატეხი Enigmo და რბოლის სიმულატორი Cro-Mag Rally, რომლის iPhone-ვერსიაშიც საჭის ნაცვლად თავად ტელეფონის გამოყენება შეიძლება

თამაშების გარდა WWDC კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო სხვა დამატებებიც:

  • Loopt — GPS მონაცემებით მომარაგებადი, სოციალური ქსელის კლიენტი, რუქაზე მეგობრების ძებნის შესაძლებლობით;
  • Band — ბრიტანელი შემქმნელის MooCowMusic–ის ვირტუალური მუსიკალური ინსტრუმენტების ნაკრები;
  • eBay–ის ინტენეტ–აუქციონის iPhone-კლიენტი;
  • Associated Press–ის ახალი ამბების ლენტი და სხვ.

წყარო: Gizmodo

This entry was posted in Apple, ყველა სტატია and tagged , . Bookmark the permalink.