Apple-მა განაახლა iMovie და iDVD

QuickTime 7.5-ის გამოშვებასთან ერთად, Apple-მა განაახლა აგრეთვე ორი პროგრამა iLife ’08-ის პაკეტიდან — ვიდეოს სამონტაჟო პროგრამა iMovie და ოპტიკური დისკების შიგთავსის შექმნის და ჩაწერის პროგრამა — iDVD.

კომპანიის განცხადებით, განახლებები iMovie 7.1.2 და iDVD 7.0.2 აღმოფხვრიან პრობლემებს თავსებადობასთან დაკავშირებით, აუმჯობესებენ საერთო სტაბილურობას და ასწორებენ წვრილმან შეცდომებს. განახლების დაყენება შესაძლებელია Mac OS X Software Update-ის დახმარებით. ფაილების ზომა: iMovie 7.1.2 —17,9 მბაიტი, iDVD 7.0.2 — 20,27 მბაიტი.

წყარო: Apple