App Store-ზე დამატებების საშუალო ფასი $2.29-ია, ხოლო 71% უფასოდ ვრცელდება

Piper Jaffray–ის ანალიტიკოსებმა WWDC კონფერენციაზე პატარა გამოკითხვა ჩაატარეს და საინტერესო შედეგები მიიღეს:

  • შემქმნელების 50% მხოლოდ iPhone/iPod Touch–ის გადაწყვეტილებებს ამზადებს;
  • 15% GPS–ისთვის სოფტზე მუშაობს;
  • 10% გასართობ დამატებებს ქმნის;
  • 15% კორპორატიული კლიენტებისთვის მუშაობს;
  • 70% სხვა ტელეფონებისთვისაც ქმნის პროგრამებს;
  • AppStore–ზე დამატების საშუალო ფასი $2.29–ია;
  • პროგრამების 71% მთლიანად უფასო იქნება.