Apple-მა Airport Utility-ის განახლება 5.3.2 გამოუშვა

Apple–მა უსადენო ქსელებში შეღწევის წერტილების მართვისა და კონფიგურირების განახლებული პროგრამები, AirPort Express Base Station, AirPort Extreme Base Station და Time Capsule გამოუშვა. Airport Utility–ის 5.3.2. განახლება სამ ვარიანტში, შემდეგი საოპერაციო სოსტემებისთვის გამოვიდა – Mac OS X Tiger, Leopard და Microsoft Windows. როგორც ეს Apple–ის პროგრამული უზრუნველყოფის უმნიშვნელო განახლებისას ხდება ხოლმე, შეტანილი ცვლილებები Airport Utility 5.3.2–ის თანმხლებ დოკუმენტაციაში არაა მითითებული. მაგრამ ვინაიდან ვერსიის ნომერში მხოლოდ ბოლო ციფრია შეცვლილი, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სიახლეები მხოლოდ თვსებადობას და უმნიშვნელო დამუშავებას შეეხო.

განახლების საჭირო ვერსია შეგიძლიათ Apple–ის ვებ–საიტის Support განყოფილებიდან ჩამოტვირთოთ, ან Mac OS X–ისთვის თუ Windows–ისთვის Apple Software Update პროგრამით დააყენოთ. ფაილების ზომა 8,8 – 10 მბ–ია.

წყარო: Apple

This entry was posted in Apple, ყველა სტატია and tagged , . Bookmark the permalink.