LiveJournal iPhone Client 0.3.0

განახლდა iPhone–ის <span style=”text-decoration: underline”>LiveJournal</span> კლიენტი. შემქმნელებმა ახალ ვერსიაში ფოტოებიანი გზავნილების გამოქვეყნების ფუნქცია ჩადგეს. ასევე შეიცვალა splash და გზავნილის გასაფორმებელი მენიუ. პროგრამის რეპოზიტორიუმი არ შეცვლილა i.cosysoftware.ru.

მათ, ვისაც ძალიან აინტერესებს ეს პროგრამა, ცვლილებების სრულ სიას ვთავაზობთ:

  • დამატებულია მენიუ, რომელიც გზავნილს უფრო სწრაფად და მოხერხებულად აფორმებს. მენიუს გამოძახება (და დამალვა) ხდება ტექსტურ ველში double tap–ით. მოქმედება გამოიყენება კურსორის მიმდინარე მდგომარეობაზე. აღსანიშნავია, რომ მენიუ და მისი კონტროლები სიტუაციის კონტექსტის შესაბამისად მოქმედებენ. მაგალითად, სტრიქონის დასაწყისში გამუქების ჩასმის შემთხვევაში, ჩაისმება მხოლოდ გამხსნელი ტეგი და მენიუ არ დაიმალება ავტომატურად, ხოლო თუკი იმყოფება უფრო მაღალი დონის გამხსნელი ტეგი, ჩაისმება დამხურავი ტეგი და მენიუც ავტომატურად დაიმალება. მოკლედ გაერკვევით, ყველაფერი მოსახერხებელია და დროისა და ადგილის ეკონომიაზეა მომართული;
  • რედაქტირებისთვის ხელმისაწვდომია მენიუში განლაგების მიხედვით შემდეგი კონტროლები:
  • Library–იდან ფოტოს ჩასმა;
  • მომხმარებლის–LJ–ის ჩასმა (ჯერჯერობით ტექსტის სახით);
  • LJ-cut–ის ჩასმა (კონტექსტის შესაბამისად დახურვა). LJ-cut–ის წასაშლელად — გააკეთეთ double tap სიტყვაზე „Cut“;
    • გამუქება;
    • კურსივი;
    • ხაზგასმა;
    • ტეგის ჩასმა ნაკრებიდან (ჯერჯერობით მიუწვდომელია);
  • ტექსტში ჩასმული ნებისმიერი ობიექტი ირგვლივ ყოველთვის შეიცავს ტექსტის შესაყვან ველებს, (რომლებიც ავტომატურად ყენდება ტექსტის სიმაღლეზე, მაგრამ ეს ფუნქცია ჯერჯერობით აჩმახებს). თუ აუცილებელი არ არის არ შეიყვანოთ ტექსტი და სისტემა გამოტოვებს ამ ველებს გამოქვეყნებისას;
  • მოულოდნელობისგან დასაზღვევად, გამოქვეყნების წინ ინახება გზავნილის ლოკალური ასლი. ასევე, გზავნილი ავტომატურად ინახება პროგრამიდან გამოსვლის, ან დასვენების რეჟიმში გადასვლის შემთხვევაში (ზედა ღილაკი);
  • უხერხულობის ასაცილებლად, პარამეტრებიდან ამოღებულია ყველა არააქტიური პუნქტი;
  • დაემატა გზავნილში ფოტოს დამატების შესაძლებლობა. ჯერჯერობით მხოლოდ ბიბლიოთეკიდან, მაგრამ შემდეგ ვერსიაში დაემატება მეყსეული გადაღების ფუნქცია;
  • ფოტოების შესანახად გამოიყენება LiveJournal ScrapBook, რომელიც ჯერჯერობით ხელმიუწვდომელია Basic ანგარიშებისთვის;
  • ფოტოგრაფირება შესაძლებელია კამერის ნებისმიერი მდგომარეობიდან, გამოქვეყნების წინ პროგრამა ფოტოს კორექტულ მდგომარეობაში დააბრუნებს;
  • პარამეტრებში გაჩნდა, ფოტოგრაფიის სერვერზე გადაცემამდე, მისი მოჭრის სიგანის მითითების საშუალება. უნდა გვესმოდეს, რომ რაც ნაკლებია სიგანე, მით სწრაფად და იაფად გამოქვეყნდება გზავნილი EDGE–ის გამოყენებით. ზომების შეცვლის გარეშე ფოტო დაახლოებით 600 კბ–ს იწონის. ნაგულისხმევი სიგანე 600px კი მის ზომას 100 კბ–მდე ამცირებს;
  • პარამეტრებში გაჩნდა ფუნქცია „Storage“, რომელშიც ScrapBook–ის მეხსიერების მდგომარეობის ინფორმაცია აისახება.