AMD გამოუშვებს ATI-ის კიდევ ერთ ვარიანტს Radeon HD 3870

კომპანია AMD–ის ასორტიმენტი 3D-ბარათით, ATI Radeon HD 3870 Mac & PC Edition–ით შეივსება, რომელიც, როგორც სახელიდან ჩანს, როგორც Windows, ასევე Apple Mac OS სისტემაზე მომუშავე კომპიუტერებში გამოდგება.

პლატა აგებულია 320 თანატაქტურ პროცესორებიან GPU ბაზაზე და აღჭურვილია GDDR4 512 მბ–იანი მეხსიერებით. მონიტორების ჩართვას ორი Dual-Link DVI პორტი უზრუნველყოფს. სიახლე, PCI Express 2.0 სალტეებიან სისტემებში დასადგმელადაა გათვლილი.

რეკომენდირებული საცალო ფასი $219–ს შეადგენს. ATI Radeon HD 3870 Mac & PC Edition–ის ბაზარზე გამოჩენა მიმდინარე თვის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.

წყარო: AMD