Apple-მა გამოუშვა Safari 4-ის პირველი, წინასწარი ვერსია

Apple–მა თავისი ვებ–ბრაუზერის, Safari–ის მომდევნო ვერსიის გაფართოებული ტესტირება დაიწყო და მისი პირველი სატესტო ანაწყობი Safari 4 (5526.11.2) გამოუშვა.

ახალი საოპერაციო სისტემა Mac OS X Snow Leopard–ის პირველი, წინასწარი ვერსიის გამოშვებისადმი მიძღვნილ პრეს–რელიზში, Apple–მა განაცხადა, რომ მასში შედის Safari–ის ვერსია, რომელიც JavaScrtpt–ის მწარმოებლურობის 53 პროცენტიან ზრდას უზრუნველყოფს, რაც Web 2.0–ის დამატებების ინტერაქტიურობას ზრდის. სავარაუდოდ, ვებ–ბრაუზერის ახალ ვერსიაში კომპანიამ, რამდენიმე დღით ადრე პროექტ WebKit.org–ში ანონსირებული ახალი ტექნოლოგია, SquirrelFish გამოიყენა. JavaScript ინტერპრეტატორის მწარმოებლურობას ადრინდელზე მეტი მნიშვნელობა აქვს კომპანიისთვის, რამეთუ Apple–ის განახლებული ონლაინ მომსახურება MobileMe, პროგრამების სამაგიდო ვერსიებთან ერთად მათ ანალოგებს – ვებ–დამატებებსაც იყენებს.

Safari 4–ის კიდევ ერთ თავისებურებას ვებ–გვერდების, ცალკე ვებ–დამატებების სახით შენახვის საშუალებაც წარმოადგენს, რომელთა გაშვებაც ბრაუზერის გარეთაც შეიძლება.

Safari 4–ის საბოლოო ვერსიის გამოშვება, სავარაუდოდ, Mac OS X Snow Leoprd–ის რელიზისას დაემთხვევა, ეს კი, Apple–ის სიტყვებით, დაახლოებით ერთ წელიწადში მოხდება.

წყარო: MacRumors