Fusion-ის მომდევნო ბეტა-ვერსია Leopard Server-ის მხარდაჭერას მიიღებს

კომპანია Vmware–მა განაცხადა, რომ ვირტუალური მანქანა Fusion 2.0–ის მომდევნო ბეტა–ვერსიაში, სტუმარი საოპერაციო სისტემის, სახით Mac OS X Leopard Server–ის მხარდაჭერა გაჩნდება.

სტუმარი საოპერაციო სისტემის სახით Leopard–ის სერვერული ვარიანტის გამოყენების შესაძლებლობა, წლის დასაწყისში Apple–ის მიერ სალიცენზიო შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შემდეგ გახდა შესაძლებელი. ერთ სისტემაში რამდენიმე ვირტუალური სერვერის გაშვების საჭიროება შესაძლოა მაშინ დადგეს, როდესაც რამდენიმე სერვერს შორის ამოცანის განაწილება, ან ერთდროულად რამდენიმე საოპერაციო სისტემის – მაგალითდ Mac OS X Server–ის, Windows–ის და Linux–ის გამოყენებაა საჭირო.

Fusion 2.0–ის ფინალური ვერსიის გამოშვების თრიღი კომპანიას ჯერ არ დაუსახელებია.

წყარო: VMware

This entry was posted in Apple, ყველა სტატია and tagged , , , . Bookmark the permalink.