Telefónica გაყიდის iPhone-ს 16 ქვეყანაში

iPhone–ის დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში და ესპანეთში გაყიდვების თაობაზე, Apple–თან მიღწეული შეთანხმების გაცხადების ზევით, ფიჭური კავშირგაბმულობის ოპერატორმა Telefónica–მა განაცხადა, რომ iPhone–ის პროვაიდერი გახდება ლათიკური ამერიკის 12 ქვეყანაში და ჩეხეთში, რითაც ამგვარი ქვეყნების რიცხვს 16–მდე გაზრდის.

ახალ ქვეყანათა შორის არიან – არგენტინა, ბრაზილია, კოლუმბია, ჩილე, ეკვადორი, სალვადორი, გვატემალა, ნიკარაგუა, პანამა, პერუ, ურუგვაი და ვენესუელა.

ამჟამად, ლათიკური ამერიკის ქვეყნებში და ჩეხეთში Telefónica–ს 95 მილიონი აბონენტი ჰყავს.

წყარო: Telefónica