Hedgewars მალე iPhone-შიც

Hedgewars–ის შემქმნელთა ჯგუფი, Zodttd–ის გუნდის მხარდაჭერით, ამჟამად ამსრულებს მუშაობას სახელგანთქმულ თამაშზე Hedgewars–ზე iPhone–ისთვის. Hedgewars – ეს არის ბრწყინვალე ქსელური სტრატეგია, რომელიც დაფუძნებულია ლეგენდარულ Worms Armageddon–ზე. უნდა მართოთ საყვარელი ზღარბები და მრავალნაირი ექსტრავაგანტური იარაღით, უნდა დაასწროთ და დაანადგუროთ მოწინააღმდეგე. მოთამაშეები რიგრიგობით აკეთებენ სვლებს. ამჟამად თამაში შესაძლებელია Windows და Linux პლათფორმებზე.

ავტორთა განცხადებით, თამაშის iPhone–ში პორტირება დასკვნით სტადიაშია და მალე მომხმარებლები შესძლებენ დატკბნენ მისით და სრულად გამოიყენონ OS X–ის შესაძლებლობები.