iPhone 2G ადვილად არ დაუთმობს ადგილს iPhone 3G-ს

მიუხედავად იმისა, რომ ახალი 3G iPhone მალე გამოჩნდება დახლებზე, პირველი თაობის iPhone–ის ფასები არ შემცირებულა, მეტიც ზევით მიცოცავს. iPhone 16გბ–ს ფასი eBay–ის აუქციოზე $600–მდე ავიდა, მაშინ როცა მისი საცალო ფასი $499–ით იყო ლიმტირებული.

სახეზეა მსხვილი პარტიების მყიდველების მიერ საერთაშორისო ბაზარზე გადაყიდვით მაღალი მოგების მიღება. მაგრამ iPhone 3G შემთხვევაში, კომპანია Apple მობილური ტელეფონების გაყიდვის ტრადიციულ გზას დაადგება და ოდნავ გაზრდილ ფასში, ოპერატორზე მიუბმელ აპარატებსაც გაყიდის.

This entry was posted in Apple, ყველა სტატია and tagged , . Bookmark the permalink.