AMD, Apple და NVIDIA ერთობლივად იმუშავებენ OpenCL-ზე

The Khronos Group-მა — კონსორციუმმა, რომლის მიზანია ღია API-ების შექმნა, — განაცხადა Compute Working Group გაერთიანების შექმნის შესახებ, რომელიც იმუშავებს ცენტრალური და გრაფიკული პროცესორების საშუალებით პარალელური გაანგარიშებების ღია სტანდარტის შექმნაზე. დამფუძნებლთა შორისაა Apple-ი და ორი უმსხვილესი კომპანია – AMD და NVIDIA.

გაერთიანება მუშაობას დაიწყებს Open Computing Language (OpenCL), სტანდარტის სპეციფიკაციებზე რომელიც, Apple-ის განცხადებით, საშუალებას მისცემს პროგრამისტებს წვდომა იქონიონ CPU-ს და GPU-ს სიმძლავრეებთან С-მაგვარი ენის მეშვეობით.

ღია სტანდარტი მაღალწარმადული გამოთვლების გამოყენებით საშუალებას მოგვცემს გავაფართოოთ GPU-ს გამოყენების არეალი.

The Khronos Group-ი პასუხისმგებელია API OpenGL, OpenGL ES და სხვებზე

წყარო: MacRumors