iPhone გაიაფდება

ცოტა ხნის წინ საპატენტო ბიუროში Apple–ის მორიგი განაცხადი შევიდა, რომელშიც მობილური მოწყობილობების პლასტიკური სენსორული პანელების ახალ, რევოლუციურ სახეობებზეა საუბარი. ახალ პანელებს, ამჟამინდელ, მინისგან და პლასტიკისგან დამზადებულ პანელებთნ შედარებით, მთელი რიგი უპირატესობები გააჩნიათ.

ახალ პანელებს „PET-based touch pad–ს“ (სენსორული პანელები პოლიეთილენტერეფთალატის ბაზაზე) გააჩნიათ ამ პლასტიკის 2 შრე. სასიხარულოა, რომ შედეგად ტელეფონები დაკომპლექტდება უფრო თხელი და იაფი დისპლეებით.

ამგვარი პანელების გამოყენების დემონსტრაცია მოხდა iPhone–ის და iPod–ის მაგალითზე, რაც მომავალში Apple–ის საკულტო ტელეფონში მათ გამოყენებას გვაფიქრებინებს.