iTunes Store-ში 5 მლრდ. კომპოზიცია გაიყიდა

Apple-მა გამოუშვა პრეს-რელიზი, რომელშიც იტყობინება რომ მის ინტერნეტ მაღაზიაში iTunes Store უკვე გაყიდულია 5 მილიარდი მუსიკალური კომპოზიცია. შეგახსენებთ, რომ ამა წლის აპრილში კომპანია გვამცნობდა მისი მედია მაღაზიის პირველობაზე ინტერნეტში.

Apple-ის სიტყვებით, ამ დროისათვის iTunes Store-ში ყოველდღიურად 50 ათასზე მეტი ოპერაცია წარმოებს. მაღაზიის ასორტიმენტი მოიცავს მუსიკის გარდა სხვადასხვა სატელევიზიო პროგრამის 20 ათას ეპიზოდს და 2 ათასზე მეტ სრულმეტრაჟიან ფილმს, მათ შორის 350 — მაღალი გარჩევადობით.

წყარო: Apple