Phone Plugins — ტელეფონის ნომრის აკრეფა Mac OS X Leopard-იდან

კომპანიამ nova media გამოუშვა Phone Plugins — სამარჯვი, როემლიც საშუალებას გაძლევთ დაურეკოთ ნებისმიერ პირს პირდაპირ Mac OS X Leopard-იდან.

Apple-ის ოს-ის წინა ვერსია — Mac OS X 10.4 Tiger — იძლეოდა ამის საშუალებას, თუმცა Leopard-ში ეს ფუნქცია არ არის. nova media-ს განცხადებით, სამარჯვი Phone Plugins нარა მარტო აღადგენს დაკარგულ ფუნქციას, არამედ აფართოებს მას. მომხმარებლებს შეუძლიათ მიუერთონ საკუთარი მობილური ტელეფონები კომპიუტერს და დარეკონ პირდაპირ Address Book-იდან ან ნებისმიერ პროგრამიდან.

სამარჯვი მუშაობს Mac OS X 10.5.2-ში და უფრო ახალში. მხარდაჭერილ ტელეფონების სიაში შედიან Nokia, Motorola, Samsung და Sony Ericsson (დაწვრილებით).

პროგრამის ფასი — €9,95.

წყარო: Nova Media