Apple-მა გამოუშვა Xserve-ის მიკროკოდის განახლება

Apple–მა საკუთრი blade-სერვერების მართვის პროგრამული უზრუნველყოფის განახლება – Xserve EFI Firmware Update 1.1. – გამოუშვა, რომელიც Intel Xeon პროცესორებს იყენებს.

კომპანიის სიტყვებით, განახლება აუმჯობესებს სისტემის მუშაობის სტაბილურობას. მის დასაყენებლად საჭიროა Mac OS X 10.5.2 და ზევით.

Xserve EFI Firmware Update 1.1–ის ფაილის ზომა 1,6 მბ–ს შეადგენს. განახლების დაყენების დეტალური ინსტრუქცია შეგიძლიათ მიიღოთ ამ გვერდზე (ინგლ.).

წყარო: Apple