Apple-მა ზოგიერთი ბრაუზერიდან iDisk-ის წვდომა შეზღუდა

Apple–მა მოძველებული web-ბრაუზერებით ონლაინ მომსახურების iDisk–ის წვდომა შეზღუდა, იტყობინება The Mac Observer.

ამჟამად iDisk–ის წვდომა შესაძლებელია Safari 1.3 და Firefox 1.04 და ზევით გამოყენებით, მაშინ როცა, ცოტა ხნის წინ ამ მიზნისთვის პრაქტიკულად ნებისმიერი ბრაუზერი გამოდგებოდა. მომხმარებლების ცნობით „დაშვებულ“ პროგრამათა შორისაა ასევე Camino (მასში, ისევე როგორც Mozilla–ს პროდუქტებში გამოიყენება Gecko) და Opera 9.5. ნაკლებად გაუმართლა ბრაუზერ OmniWeb–ს და გასაკვირად, Mozilla Firefox 3–ის წინასწარ ვერსიებს, რომლის რელიზიც მომდევნო სამშაბათს იგეგმება.

Windows–ის მომხმარებლების შეუძლიათ მიიღონ iDisk–ის წვდომა Firefox 1.0.4–ის ან Internet Explorer 6 და ზევით გამოყენებით, ხოლო Apple–ის ბრაუზერის Safari–ის Windows-ვერსია თავსებად პროგრამათა სიაში ვერ მოხვდა. ჯერჯერობით უცნობია ამგვარი შეზღუდვის მიზეზები. იგი შესაძლოა გამოწვეული იყოს უსაფრთხოების მოსაზრებებით, ან განახლებული MobileMe მომსახურების მოახლოებულ გაშვებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური ღონისძიებებით.

წყარო: The Mac Observer