iPhone 3G-ის მოდემად გამოყენება შეუძლებელია

Web-საიტმა iPhoneAtlas–მა AT&T–ისგან მიიღო დადასტურება, რომ პირველის ანალოგიურად, Apple–ის ახალი ტელეფონის ნოუთბუქის მოდემის სახით გამოყენება შეუძლებელი იქნება. ოპერატორის სიტყვებით, ის აბონენტები, რომლებიც გამოიყენებენ iPhone 3G–ს, შეძლებენ ორიდან ერთ–ერთი სატარიფო გეგმის არჩევას – კერძო პირებისთვის (ღირებულება $30) და კორპორატიული (ღირებულება $45), მაგრამ ორივე გეგმა ინტერნეტის წვდომას, მხოლოდ უშუალოდ ტელეფონიდან უზრუნველყოფს.

თანამედროვე სმართფონების და ტელეფონების უმეტესობა ნოუთბუქიდან, ან სამაგიდე კომპიუტერიდან ინტერნეტის წვდომისთვის, ფიჭურ ქსელთან უპრობლემოდ დაკავშირების საშუალებას იძლევა. iPhone–ითვის შემოღებული შეზღუდვა სავარაუდოდ გამოწვეულია, არა ტექნიკური შესაძლებლობის არქონით (უკვე არსებობს iPhone–ის WiFi ქსელის წვდომის წერტილად გადაქცევის არაოფიციალური მეთოდები), არამედ Apple–ის და ოპერატორების სტრატეგიული გეგმებით არის ნაკარნახევი.

წყარო: iPhoneAtlas