ცნობილია 3G iPhone-ის ფასები იაპონიაში

იაპონიაში უმსხვილესმა ოპერატორმა Softbank-მა გამოაცხადა iPhone 3G-ის ღირებულება ამომავალი მზის ქვეყანაში. 8-გბაიტიანი ვერსია ეღირება 23 ათასი იენა ($215), 16 გბაიტიანი ვერსია – 34,5 ათასი იენა ($320).

სააგენტო Reuters-ის განცხადებით, ოპერატორი ვარაუდობს მიიღოს ყოველი კლიენტისაგან თვეში $68. აღნიშNული სატარიფო გეგმა ითვალისწინებს შეუზღუდავ ტრაფიკს და ქსელის შიგნით აგრეთვე შეუზღუდავ საუბრებს.