Categories
Apple ყველა სტატია

ICQ iPhone-ისთვის

ინტერნეტის მომხმარებელთა უმეტესობას ვერ წარმოუდგენია ქსელში მუშაობა ICQ–ს გარეშე. ამიტომაც Apple iPhone–ის გამოჩენასთან ერთად, რომელიც სწორედ ქსელში აქტიურად მუშაობისთვისაა განკუთვნილი, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მოძიების საკითხიც დაისვა.

ერთ–ერთ ყველაზე პოპულარულ ICQ-კლიენტად Apollo iPhone ითვლება. არსებობს სხვა პროგრამებიც, მაგრამ მხოლოდ Apollo–ს გააჩნია რუსული ენის ჩადგმული მხარდაჭერა. პროგრამას აქვს საკმაოდ მარტივი ინტერფეისი, მაგრამ მისი დაყენებისას გარკვეული პრობლემები წარმოიქმნება. ამიტომაც ამ მომენტს უფრო დეტალურად განვიხილავთ.

Apollo iPhone–ის დაყენებამდე უნდა გაუშვათ დამატება Installer და გადახვიდეთ ჩამატება Sources–ში. მასში უნდა ჩართოთ რედაქტირების რეჟიმი (Edit), დაამატოთ მისამართი http://www.stariy.com/app/ და დააწვეთ ღილაკს „მზადაა“. განაახლეთ (ღილაკი Refresh) და გადადით მეორე ჩანართში Install–ში. შედით საქაღალდეში Stariy.COM და დააყენეთ “BSD Subsystem”. დასრულების შემდეგ გადატვირთეთ ტელეფონი. ხელახლა შედით Install–ში და იმავე საქაღალდეში Stariy.COM დააყენეთ თავად ICQ-კლიენტი Apollo IM(RUS). დაყენების შემდეგ მთავარ ეკრანზე გამოჩნდება Apollo–ს ხატულა. დააჭირეთ მას და აირჩიეთ პუნქტი “Add”, შემდეგ ICQ. სულ ეს არის, თქვენი „მესენჯერი“ სამუშაოდ მზადაა!

მუშაობის დასაწყებად შეიყვანეთ თქვენი ICQ-ნომერი (არა მეტსახელი) და პაროლი. პრობლემის შემთხვევაში შეამოწმეთ ინტერნეტ კავშირის პარამეტრები და დამატებაში Installer.app შედით საქაღალდეში „All Packages“ და დააყენეთ გამსწორებელი „IM Chat 1.1.3 Fix“.

Apollo iPhone–მა იცის ფონურ რეჟიმში მუშაობა, ანუ, პროგრამიდან გამოუსვლელად, შეიძლება ფილმის ყურება ან მუსიკის მოსმენა. მიღებული და წაუკითხავი შეტყობინებების რაოდენობა აისახება პროგრამის იარლიყის გვერდით.

ICQ–ში შესვლისას აუცილებლად შეამჩნევთ, რომ თქვენი კონტაქტ–ლისტი შემცირებულია. ეს გამოწვეულია Apollo–ს ერთ–ერთი თავისებურებით – პროგრამა მხოლოდ ქსელში მყოფ მომხმარებლებს ასახავს. „გაწითლებული“ მომხმარებლებიც ქსელში იმყოფებიან, მაგრამ ჩართული აქვს სტატუსი „დაკავებული“. პროგრამა Apollo iPhone–ის გამოყენებით უპრობლემოდ ისარგებლებთ ICQ–ით თქვენს ტელეფონში.