Microsoft აფართოებს Mac-ის გუნდს

გასულ კვირას Microsoft Mac Business–ში განყოფილებისთვის არნახული საკადრო ბუმი მოხდა. ეს დაკავშირებულია Apple–ისთვის ახალი პროგრამული პროდუქტების შექმნის სურვილთან.

„Microsoft –ის Mac BU იზრდება – ამიტომაც დავიწყეთ MacBU–ის არსებობის თერთმეტწლიან ისტორიაში უმსხვილესი საკადრო პროექტი, – განაცხადა ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა ქრეიგ ეისლერმა (Craig Eisler), – ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ Office 2008–ისთვის პროდუქტების დაგეგმვისას და ამ პროექტების ხორცშესხმისთვის ვაფართოვებთ გუნდს.“

სამწუხაროდ Mac–ის დერექტორმა ფარდა არ ახადა ინფორმაციას მომავალი მიმართულებებისა და პროდუქტების შესახებ, მაგრამ ახსენა, რომ ახალ თანამშრომლებს მოუწევთ „Microsoft–ში ყველაზე ცნობილ, საინტერესო და „საკაიფო“ ბიზნეს–პროექტებზე“ მუშაობა, „უფასო ყავის, რძისა და წვენების“ თანხლებით. მოგვიანებით გაირკვა, რომ ახალი Office for Mac უახლოეს 2–3 წელიწადში იხილავს დღის სინათლეს.

1997 წელს Microsoft–სა და Apple–ს შორის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, Mac BU–მა მიიღო ორიგინალური მწარმოებლის შემდეგ, Mac–ისთვის პროგრამული უზრუნველყოფის მეორე უმსხვილესი შემქმნელის სტატუსი. ამჟამად იქ დაახლოებით 180 კაცი მუშაობს, რომელთა ქმნილებებსაც – Office–ის, Messenger–ის და Remote Desktop Client–ის ჩათვლით – წლიურად 350 მილიონი დოლარი შემოაქვთ.